„საქართველოსთვის პერსპექტივები ჩნდება, რომ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთები მოიზიდოს“- ლევან დავითაშვილი

„საქართველოსთვის პერსპექტივები ჩნდება, რომ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთები მოიზიდოს“- ლევან დავითაშვილი

ჩინეთში „სარტყლისა და გზის ფორუმი” გაიმართა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა. ფორუმს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის ესწრებოდა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას აღნიშნული ვიზიტის გამო აკრიტიკებდა. სწორედ ამ ფორუმზე დასწრებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს.

როგორც დავითაშვილმა სხდომაზე განაცხადა, ფორუმის შემდეგ ჩინეთმა შუა დერეფანს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

მისი ინფორმაციით, ჩინეთისთვის ეს იქნება მარშრუტი, რომელზეც ისინი აქცენტს გააკეთებენ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ამ დრომდე არასოდეს გაუჟღერებია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ჩინეთთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მათ შორის პრეზიდენტთან, რომელმაც 8 ახალი პრიორიტეტიდან, ინიციატივის ფარგლებში პირველ პრიორიტეტად შუა დერეფნის განვითარება დაასახელა.

„საზოგადოებისთვის უცხო არ არის, რომ ძირითადი ტვირთნაკადები ჩინეთიდან წარმოიქმნება. იცით, რომ ჩინეთს ევროკავშირთან დაახლოებით ტრილიონამდე ტვირთის ბრუნვა აქვს. ასევე, რამდენიმე ასეული ბრუნვა აქვს ამერიკასთან.

ევროკავშირთან ძირითადი სავაჭრო ნაკადები ჩრდილოეთიდან ტრანსპორტირდება, რომელიც ბალტიის ქვეყნებსა და რუსეთზე გადის.

დღეს, საქართველოსთვის პერსპექტივები ჩნდება, რომ დერეფანში დამატებითი ტვირთები მოიზიდოს, რაც მთლიანად სექტორის განვითარებას უკავშირდება,“- აცხადებს დავითაშვილი.

მისივე ცნობით, დღეს უკვე რეალისტური ხდება ისეთი პროექტები, რომლებზეც წლების განმავლობაში საუბარი მიმდინარეობდა. მათ შორის, რეალისტური ხდება რკინიგზის მოდერნიზაცია, ამასთან გზების მშენებლობას უფრო მეტი აზრი ექნება, ეკონომიკური კუთხით.

ინფორმაციისთვის, ჩინეთში „სარტყლისა და გზის ფორუმს” 10 წლის თავზე 130 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…